ბასილაშვილი განახლებულ რეიტინგში 26-ე ადგილზეა
ბასილაშვილი განახლებულ რეიტინგში 26-ე ადგილზეა

ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართველი ჩოგბურთელებიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში 26-ე ადგილს იკავებს, ოქსანა კალაშნიკოვა კი წყვილთა თანრიგში 61-ე ადგილზეა.

ხვალიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენაში 500-იანი სერიის ტურნირზე იწყებს ასპარეზობას. ბასილაშვილი 2018 წელს აღნიშნულ ტურნირზე პირველივე წრეში დამარცხდა და შესაბამისად წელს მას ქულები დასაცავი არ აქვს. ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენაში პირველ მატჩს ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ ხვალ, 22 ოქტომბერს, გამართავს. ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები პირველად ერთმანეთს 2018 წელს ჩინეთში დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება ბასილაშვილმა მოიპოვა.

მარიამ ბოლქვაძე ჩინეთშია და 25,000-იან ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი. იგი პირველი წრის მატჩს დღეს, 21 ოქტომბერს გამართავს და მისი მეტოქე ჩინელი ჩოგბურთელი იქნება.

ამავე ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ასპარეზობს სოფიკო შაფათავაც.