ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ფინალში ბაუტისტა-აგუტთან დამარცხდა #1TVSPORT
ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ფინალში ბაუტისტა-აგუტთან დამარცხდა #1TVSPORT

დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალურ შეხვედრა ჩაატარა.

კარიერაში მეექვსე ტიტულისთვის ბრძოლაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რეიტინგის 16-ე ნომერი, 33 წლის რობერტო ბაუტისტა აგუტი იყო. ჩოგბურთელების ბოლო დაპირისპირება 2021 წელს გაიმართა, როდესაც დოჰას ტურნირის ფინალში ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში დაამარცხა და Qatar ExxonMobil Open-ის გამარჯვებული გახდა.

დღეს შარშანდელი ფინალი არ განმეორდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა. მატჩი ნიკოლოზის უპირატესობით დაიწყო, იგი სეტში 3:1 დაწინაურდა და თითქოს მას ყველაფერი გამოსდიოდა, მაგრამ როგორც ბასილაშვილს ხშირად ჩვევია, მან საკუთარი თამაში დაკარგა და სეტიც ესპანელმა მოიგო (3:6). ანალოგიური სიტუაცია იყო მეორე სეტშიც (3:0), მაგრამ ბასილაშვილმა ვერც ამჯერად შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ შეხვედრა ორ სეტში 3:6 4:6 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ტურნირზე მერვედფინალში შვედი ელიას იმერი დაამარცხა, მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში უნგრელ მარტან ფუჩოვიჩს სძლია, ხოლო შეჯიბრის ნახევარფინალში ფრანგ არტურ რინდერკნეხს მოუგო.