ბასილაშვილი დღეს უიმბლდონზე წყვილთა თანრიგში მეორე წრის შეხვედრას ჩაატარებს #1TVSPORT
ბასილაშვილი დღეს უიმბლდონზე წყვილთა თანრიგში მეორე წრის შეხვედრას ჩაატარებს #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს უიმბლდონის ტურნირზე მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად წყვილთა თანრიგის მეორე წრის შეხვედრას გამართავს.

ქართულ/მოლდოვური დუეტი 1/16 ფინალში ეკვადორ/კოლუმბიურ წყვილს – იდალგო/როდრიგესს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშივილი უიმბლდონს ერთეულთა თანრიგში გუშინ გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში 104-ე ადგილზე მყოფ ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენთან სამ სეტში დამარცხდა.

დატოვე კომენტარი