ბასილაშვილი დღეს შანხაიში იწყებს
ბასილაშვილი დღეს შანხაიში იწყებს

პეკინის ტრიუმფატორი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რამდენიმე წუთში, შანხაის ტურნირზე თავის პირველ შეხვედრას დაიწყებს. მისი მეტოქე კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში, პეკინში 500-იანი სერიის ტურნირი იმართებოდა, სადაც ქართველმა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 2 სეტში მოუგო და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გუშინ, შანხაის ტურნირზე, ბასილაშვილი და რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი წყვილთა თანრიგში უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა, სავარაუდოდ გადატვირთული განრიგის გამო, ორივე მათგანი შეჯიბრიდან საკუთარი ნებით მოიხსნა.