ბასილაშვილი და ნადალი დღეს, 21:30 საათზე ითამაშებენ
ბასილაშვილი და ნადალი დღეს, 21:30 საათზე ითამაშებენ

რომის მასტერსზე დაძაბული სათამაშო დღე გრძელდება. იმის გამო, რომ ოთხშაბათს, წვიმის გამო არცერთი შეხვედრა არ გამართულა, ბევრ ჩოგბურთელს ხუთშაბათს უწევს ორი მატჩის გამართვა. ერთ-ერთი ასეთია ესპანელი რაფაელ ნადალი.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ოთხშაბათიდან გადმოტანილ შეხვედრაში 6:0, 6:1 გაანადგურა ფრანგი ჟერემი შარდი. საათსა და რვა წუთში ესპანელმა შვიდიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მოიგერია ერთადერთი ბრეიკ-პოინტი, რომელიც შარდის ჰქონდა. ჯამში, ნადალიმ საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ 10 ქულა წააგო.

რაფა მერვედფინალში გავიდა, სადაც ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდება. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრები ორ მატჩს ითვლის: 2017 წელს, როლან გაროსზე ესპანელმა 6:0, 6:1, 6:0 მოიგო, შარშან აშშ-ის ღიაზე ასევე ნადალმა გაიმარჯვა – 6:3, 6:3, 6:7(6), 6:4.

ბასილაშვილისა და ნადალის შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.