ბასილაშვილი ბელგრადის ტურნირზე დღეს პირველ შეხვედრას მარტინთან გამართავს #1TVSPORT
ბასილაშვილი ბელგრადის ტურნირზე დღეს პირველ შეხვედრას მარტინთან გამართავს #1TVSPORT

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ბელგრადის საერთაშორისო ტურნირზე პირველ შეხვედრას გამართავს. Belgrade Open-ზე ბასილაშვილი მესამე ნომრად არის განთესილი და მერვედფინალში იგი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ანდრეი მარტინს დაუპირისპირდება.31 წლის სლოვაკი ATP-ს ლაივრეიტინგში 116-ე ადგილზეა, ქართველი კი სიაში 31-ე პოზიციას იკავებს.

მეტოქეებს ერთმანეთთან ერთადერთხელ უთამაშიათ. 2015 წელს ნიდერლანდებში, ჩელენჯერის ტურნირზე ნიკოლოზმა მარტინი სამ სეტში ანგარიშით 6:1, 1:6, 6:3 დაამარცხა. ქართველი სლოვაკთან გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში ფრანგ ჟერემი ჩარდისა და სერბ დუშან ლაიოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბელგრადის ტურნირზე პირველ ნომრად მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ასპარეზობს, მეორე ნომრად კი ფრანგი გაელ მონფილსია განთესილი. ბასილაშვილისა და მარტინის მატჩი თბილისის დროით 15.30 საათზე დაიწყება.