ბასილაშვილი-ბაუტისტა აგუტი - 2021 წლის ფინალის განმეორება დოჰაში #1TVSPORT
ბასილაშვილი-ბაუტისტა აგუტი - 2021 წლის ფინალის განმეორება დოჰაში #1TVSPORT

დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალურ შეხვედრას ჩაატარებს. კარიერაში მეექვსე ტიტულისთვის ბრძოლაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რეიტინგის 16-ე ნომერი, 33 წლის რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.

დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვედრიან, ანგარიშია 3:2 ესპანელის სასარგებლოდ. მათი ბოლო დაპირისპირება 2021 წელს გაიმართა, როდესაც დოჰას ტურნირის ფინალში ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში დაამარცხა და Qatar ExxonMobil Open-ის გამარჯვებული გახდა. დღეს შარშანდელი ფინალის განმეორებაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ტურნირზე მერვედფინალში შვედი ელიას იმერი დაამარცხა, მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში უნგრელ მარტან ფუჩოვიჩს სძლია, ხოლო შეჯიბრის ნახევარფინალში ფრანგ არტურ რინდერკნეხს მოუგო.

დღევანდელი შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და რობერტო ბაუტისტა აგუტს შორის დოჰაში თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.