ბასილაშვილი ბასტადის ტურნირს შეხვედრის მიმდინარეობისას ჩაეხსნა #1TVSPORT

18:01, 12.07.2022

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვედეთის ქალაქ ბასტადში მიმდინარე ტურნირზე პირველი წრის შეხვედრის დამთავრება ტრამვის გამო ვერ შეძლო.

Nordea Open-ზე ბასილაშვილი მე-6 ნომრად იყო განთესილი. ნიკოლოზი პირველ შეხვედრაში ფრანგ უგო გასტონს დაუპირისპირდა და როცა 6:7 0:3 აგებდა, ქართველმა თამაში აღარ გააგრძელა.

გასტონი შეჯიბრის მე-2 რაუნდში რუს ასლან კარაცევს შეხვდება.

მსგავსი