ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას 14 იანვარს, დილის 4 საათზე დაიწყებს
ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას 14 იანვარს, დილის 4 საათზე დაიწყებს

ცნობილი გახდა ავსტრალიის ღია პირველობის პირველი სათამაშო დღის განრიგი. მატჩები 14 იანვარს, თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება და სწორედ ამ დროს გავა კორტზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

მსოფლიოს მე-20 ჩოგანს მეხუთე კორტი დაეთმობა და ბასილაშვილი 22 წლის ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსი შეხვდება, რომელმაც კვალიფიკაციის სამი რაუნდი გაიარა და ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში თამაშის უფლება, კარიერაში პირველად მოიპოვა.

ბასილაშვილი და იუბენქსი არასოდეს შეხვედრიან პროფესიულ ტურში. ორი მეტრი და ერთი სანტიმეტრი სიმაღლის ამერიკელი მსოფლიოს 176-ე ჩოგანია.