ბასილაშვილი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის პირველ წრეში პაულს დაუპირისპირდება

12:42, 05.02.2021

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში 23 წლის ამერიკელ ტომი პაულს დაუპირისპირდება.

ქართველის მოწინააღმდეგე ATP-ს რეიტინგში 53-ე ადგილს იკავებს, ბასილაშვილი კი სიაში 39-ეა. ნიკოლოზი და პაული კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გამარჯვებული კი ნორვეგიელ კასპერ რუდსა და ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ქართველმა პირველ შეხვედრაში სამხრეთკორეელ კვონ სუნ-ვუს 6:7 (5:7), 6:4, 7:5, 6:3 სძლია, შემდეგ კი ესპანელ ვეტერან ფერნანდო ვერდასკოსთან 6:4, 6:7 (5:7), 4:6, 4:6 დამარცხდა.

მსგავსი