ბასილაშვილი ATP-ის „ცოცხალ“ რეიტინგში მე-19 ჩოგანი გახდა
ბასილაშვილი ATP-ის „ცოცხალ“ რეიტინგში მე-19 ჩოგანი გახდა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ახალი რეიტინგი ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. მანამდე კი, ATP-ის „ცოცხალ“ რეიტინგში, ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მე-19 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ბრიტანელმა კაილ ედმუნდმა მეორე წრის მატჩი წააგო. მან შარშან, ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალამდე მიაღწია და წელს, მეორე წრიდან გავარდნის გამო, 710 სარეიტინგო ქულა დაკარგა და მე-14 ადგილიდან 28-მდე დაეშვა. სწორედ ამის წყალობით შეძლო ერთი საფეხურით ზემოთ ასვლა ბასილაშვილმა.

თავად ქართველ სპორტსმენს, ავსტრალიის ღიაზე პირველი ორი წრის მოგებისთვის ქულა არ მომატებია, რადგან შარშანდელი შედეგი გაიმეორა.