ბასილაშვილი აშშ-ის ღიას სლოვენიელთან მატჩით დაიწყებს
ბასილაშვილი აშშ-ის ღიას სლოვენიელთან მატჩით დაიწყებს

„დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა დასრულდა და კაცების ტურნირზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა.

პირველ წრეში ბასილაშვილის მოწინააღმდეგე იქნება მსოფლიოს 74-ე ჩოგანი, სლოვენიელი ალიაჟ ბედენე. ეს ჩოგბურთელები აქამდე ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ეს სწორედ ამერიკის ღია პირველობაზე მოხდა – 2014 წელს კვალიფიკაციაში ბედენემ 6:3, 6:3 მოიგო.

ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში ამერიკელ ჯეკ სოკსა და არგენტინელ გვიდო ანდრეოცის შორის მოგებულს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამედ ითამაშებს ამერიკის ღია პირველობაზე. წინა ორ შემთხვევაში მან ვერ შეძლო პირველი წრის ბარიერის გადალახვა.