ბასილაშვილი 36-ე ადგილამდე დაქვეითდა
ბასილაშვილი 36-ე ადგილამდე დაქვეითდა

მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, გამოქვეყნდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვით მორიგი ვარდნა განიცადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორი ადგილი დაკარგა და ახლა, 36-ე ადგილზეა 1395 ქულით.

შაბათს, ბასილაშვილმა ორ სეტში წააგო ვენის ტურნირის კვალიფიკაცია სლოვაკ გომბოშთან. ამ მომენტისთვის, ნიკას ცხრამატჩიანი წაგებების სერია აქვს, თან ამ ცხრა მატჩში არც ერთი სეტი არ მოუგია.

რაც შეეხება ტოპ-ათეულს, ის უცვლელი დარჩა:

  1. ჯოკოვიჩი (სერ) – 11 740
  2. ნადალი (ესპ) – 9 850
  3. ტიმი (ავსტრია) – 9 125
  4. ფედერერი (შვეიც) – 6 630
  5. ციციპასი (საბ) – 5 925
  6. მედვედევი (რუს) – 5 890
  7. ა. ზვერევი (გერ) – 5 015
  8. რუბლიოვი (რუს) – 3 429
  9. შვარცმანი (არგ) – 3 285
  10. ბერეტინი (იტა) – 3 075