ბაშიჩი „ლაციოს“ ღირსებას დაიცავს #1TVSPORT
ბაშიჩი „ლაციოს“ ღირსებას დაიცავს #1TVSPORT

რომაულმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ ტომა ბაშიჩი „ლაციოს“ რიგებს შუერთდა, თუმცა, ხელშეკრულების დეტალებზე იტალიური მხარე ჯერ არაფერს წერს.

24 წლის ხორვატი ნახევარმცველი 2018 წლიდან „ბორდოს“ ღირსებას იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბაშიჩმა ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 82 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„ტრანსფერმარკტი“ ახალგაზრდა ხორვატის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულებად ცხრა მილიონ ევროს ასახელებს.