„ბასაზე“ უეფა-ს სამწვრთნელო ლიცენზიის კურსი გაიმართა
„ბასაზე“ უეფა-ს სამწვრთნელო ლიცენზიის კურსი გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა – ორგანიზატორი სფფ-ს ტექნიკური დეპარტამენტია.

მოდულის ძირითადი თემა ბავშვთა საბაზისო საფეხბურთო ვარჯიშებია. კურსანტებმა აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაცია თეორიული და პრაქტიკული სწავლებით მიიღეს. პროგრამის მონაწილე მწვრთნელები საწვრთნელ სპეციფიკას „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოს“ აკადემიებში დააკვირდნენ.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 27 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თითოეული მათგანი საერთაშორისო ხარისხის ლიცენზიას მიიღებს.