ბარტომეუ - ლაუტაროსთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პაუზა ავიღეთ
ბარტომეუ - ლაუტაროსთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პაუზა ავიღეთ

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ პარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ „ინტერთან“ ლაუტარო მარტინესის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პაუზაა.

„მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული სხვა ფანჯრებისგან. დიდი კლუბები, ეკონომიკური პრობლემების გამო, შეზღუდულები იქნებიან, მაგრამ „ბარსა“ ყოველთვის იყო და იქნება ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი საფეხბურთო ბაზარზე. ლაუტაროს რაც შეეხება, მის თაობაზე მოლაპარაკებები ამჟამად შეჩერებულია. რამდენიმე კვირის წინ ვეკონტაქტეთ „ინტერს“ და ახლა სიტუაციას ვაფასებთ. სეზონის ბოლომდე დავიცდით“, – მოჰყავს ბარტომეუს სიტყვები „გოლს“.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მილანური გუნდი არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ „ბარსელონასგან“ 90 მილიონი ევროსა და დამატებით ერთი ფეხბურთელის მიღებას ვარაუდობს.

დატოვე კომენტარი