ბარტომეუ - ადრე თუ გვიან ჩავი „ბარსელონას“ პრეზიდენტი გახდება
ბარტომეუ - ადრე თუ გვიან ჩავი „ბარსელონას“ პრეზიდენტი გახდება

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ ამბობს, რომ ჩავი ერნანდესი ერთ დღეს აუცილებლად დაიკავებს კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას.

„ადრე თუ გვიან ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდება. თუმცა, ამჟამად ჩვენ სეტიენის შემცვლელს არ ვეებთ. ჩვენ ძალიან არატიპიური სეზონი გვქონდა. აგვისტოში მატჩები გვაქვს და მწვრთბელი ისევ სეტიენი იქნება. უ ნაპოლის მოვუგებთ, ლისაბონში გავემგზავრებით“, – მოჰყავს ბარტომეუს სიტყვები „გოლს“.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ აღზრდილია. ფეხბურთელობის დროს ის კატალონიური კლუბის ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა, კარიერის ბოლო წლები კი ყატარის „ალ-სადში“ გაატარა. გასულ წელს ის ამ აზიური კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა და მას ქვეყნის თასი მოაგებინა.