ბარსლონა თელ ავივში უშანსოდ დამარცხდა - ფენერბახჩემ კვლავ მოიგო და დამაჯერებლად ლიდერობს [ვიდეო]
ბარსლონა თელ ავივში უშანსოდ დამარცხდა - ფენერბახჩემ კვლავ მოიგო და დამაჯერებლად ლიდერობს [ვიდეო]

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე, რეგულარული სეზონის მე-19 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოუმატა „მაკაბიმ“. თელ ავიველებმა, საკუთარ „მენორა მივტაჩიმ არენაზე“ ესპანური „ბარსელონა“ მიიღო და დამაჯრებელი სხვაობით, ანგარიშით 99:83 დაამარცხა. იანის სფეროპულოსის გუნდმა, მეტოქე გუნდური კალათბურთის ხარჯზე დაჩაგრა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მასპინძელთა ხუთმა მოთამაშემ, 11 და მეტი ქულა გააკეთა. ბოლო მეოთხედის წინ ისრაელის კლუბი, 33 ქულის სხვაობით ლიდერობდა და უკანასკნელმა ათწუთიანმა მონაკვეთმა ყველანაერი აზრი დაკარგა. „მაკაბიმ“ ბოლო ხუთი მატჩიდან, მეოთხე დაპირისპირება მოიგო და სატურნირო მდგომარეობა, საგრძნობლად გაიუმჯობესა. გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო ტურიდან გუნდს, მთავარი გამთამაშებელი და ერთ-ერთი ლიდერი, ჯერემი პარგოც დაუბრუნდება, რომელსაც, ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა. მომდევნო ტურში „ევროლიგის“ ექვს გზის ჩემპიონი, ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლებს.

შეუჩერებელია „ფენერბახჩე“. დღეს, გათამაშების ლიდერმა კანარის კუნძულებზე მოიგო. სტამბოლელებმა, ადგილობრივი „გრან კანარია“ უპრობლემოდ, 82:64 დაამარცხეს. სტუმრებს, ნიკოლა კალინიჩმა ულიდერა. სერბმა ფორვარდმა, 16 ქულით დაასრულა შეხვედრა. იან ვესელის ანგარიშზე, 13 ქულა და 7 მოხსნა დაფქსირდა. „ფენერი“ 17 მოგებით და მხოლოდ 2 მარცხით ტურნირის დამაჯერებელი ლიდერია.

ცსკა-ბაიერნი 77:70
ოლიმპიაკოსი-ხიმკი 71:57