ბარსელონის აეროპორტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ბარსელონის აეროპორტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ბარსელონის ელ პრატის აეროპორტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

რამდენიმე ათასმა ადამიანმა ტერმინალამდე მისასვლელი გზები დაბლოკა. მომიტინგეებმა აეროპორტის გზა გადაკეტეს. გარკვეული დროის განმავლობაში შეწყვეტილი იყო აეროპორტში მიმავალი მატარებლებისა და მეტროს ხაზების მუშაობა. საპროტესტო აქციის გამო, აეროპორტში 70 ფრენა გადაიდო.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს ცხრიდან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში საპროტესტო აქციები დაიწყო.