„ბარსელონასთვის“ პრიორიტეტი მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა
„ბარსელონასთვის“ პრიორიტეტი მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობის პრიორიტეტი, პირველ რიგში ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა, – იუწყება AS.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანდემიისა და შეწყვეტილი თამაშების ფონზე, კატალონიური კლუბი ფეხბურთელების ხელფასების შემცირებას აპირებს.

„ბარსელონას“ სუპერვარსკვლავის ლიონელ მესის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმად, არგენტინელს გუნდის დატოვების შესაძლებლობა მიმდინარე სეზონის ბოლოსაც ეძლევა.

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარტია ბარტომეო პოსტს ერთი წლის შემდეგ ტოვებს და მისი ბოლო, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი სწორედ ლიონელ მესის შენარჩუნება იქნება.