„ბარსელონაში“ შეშფოთებულნი არიან იამალის ცხოვრების წესის გამო #1TVSPORT
„ბარსელონაში“ შეწუხებულნი არიან საფეხბურთო მოედნის მიღმა 18 წლის ფორვარდის ლამინ იამალის ცხოვრების წესით. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Cadena Ser-ის ჟურნალისტმა იან კარენიომ.
„არსებობს გარკვეული შეშფოთება ლამინის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს არ არის პანიკის საბაბი, მაგრამ კლუბს არ მოსწონს გარკვეული მომენტები, რაც ბოლო თვეებში ფეხბურთელის თავს ხდება. „ბარსელონასთვის“ მიუღებელია ცხოვრების წესი, რომელსაც ფეხბურთელი ეწევა“, – დაწერა კარენიომ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ იამალმა დააგვიანა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩისწინა კრებაზე და სპორტულ დირექტორს დეკუს მოუწია მთავარი მწვრთნელისთვის ჰანსი ფლიკისთვის თხოვნა, რომ არ ამოეგდო გარემარბი სასტარტო შემადგენლობიდან.