ბარსელონაში საპროტესტო აქციაზე შეტაკების შედეგად 30-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა

13:10, 02.10.2018

ბარსელონაში შეტაკების შედეგად 30-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა. დაპირისპირება მასობრივ საპროტესტო აქციაზე დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აზუსტებენ, რა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული სამართალდამცველებს და არის თუ არა ისინი სიცოცხლისთვის საშიში.

ბარსელონასა და ჟირონაში მასშტაბური აქცია 1-ელ ოქტომბერს ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის რეგიონის გამოყოფის თაობაზე გამართული რეფერენდუმიდან  ერთი წლის აღსანიშნავად იმართებოდა.

მსგავსი