„ბარსელონაში“ რობერტ ლევანდოვსკის მომავალზე ჩამოყალიბდნენ #1TVSPORT
„ბარსელონა“ ჩამოყალიბდა პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის მომავალზე.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა მოხიბლულია 36 წლის ფეხბურთელის თამაშით და სრულად ენდობა მას. შესაბამისად, ფორვარდის კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდება 2026 წლის ზაფხულამდე. „ბარსელონაში“ არ ეძებენ ახალ თავდამსხმელს, როგორც ამის შესახებ პრესაში წერენ.
ამ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 22 გოლი გაიტანა.