„ბარსელონაში“ მესის ხელფასის შემცირებას გეგმავენ
„ბარსელონაში“ მესის ხელფასის შემცირებას გეგმავენ

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტნის, ლიონელ მესის მიმდინარე ხელფასის შემცირებას გეგმავს.

ინტერნეტ ტელევიზიის El Chiringuito-ს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ იძულებული იქნება, მესის ხელფასის შეკვეცის შესახებ აცნობოს, ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებულია იმ კონტრაქტის მიხედვით, რომელსაც ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

დღევანდელი მონაცემებით, 33 წლის არგენტინელი თვეში რვა მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

უფრო ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის, რომ მესიმ შეაჩერა მოლაპარაკებები „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე.

ესპანეთის წლევანდელ ჩემპიონატში მესიმ 22 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი პასი შეასრულა. ორივე მაჩვენებლით ის ლა ლიგას ლიდერია.

დატოვე კომენტარი