ბარსელონაში ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

13:54, 19.12.2019

ბარსელონაში ძლიერი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

დაშავებულები უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი ბარსელონის ცენტრალურ ნაწილში, საგრადა ფამილიასთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ინციდენტთან დაკავშირებით მიმდებარე ქუჩები დროებით გადაკეტეს. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი