„ბარსელონაში“ იმედგაცრეუბულნი არიან გრიზმანის თამაშით
„ბარსელონაში“ იმედგაცრეუბულნი არიან გრიზმანის თამაშით

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ აღიარა, რომ უკმაყოფილოა ფორვარდ ანტუან გრიზმანის თამაშით ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ბილბაოს“ წინააღმდეგ (0:1).

„ატლეტიკოსთან“ მატჩში გრიზმანმა დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, – განაცხადა ვალვერდემ „ასი“-სთვის (AS) მიცემულ ინტერვიუში. – ის არ მონაწილეობდა თამაშში იმდენად, რამდენადაც შეუძლია. ველოდებით მისგან ბევრს და პირველ რიგში, ეს ეხება თამაშის უფრო მეტად გამწვავებასა და ინიციატივის გამოჩენას. ანტუანი ახლა იწყებს თავის გზას „ბარსელონაში“ და ვიმედოვნებ, მომდევნო მატჩებში უკეთ შევა თამაშში“.

ანტუან გრიზმანი „ბარსელონაში“ „ატლეტიკოდან“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. მადრიდელთა რიგებში მან 257 მატჩი ჩაატარა, 133 გოლი გაიტანა და 50 შედეგიანი პასი შეასრულა.