ბარსელონაში გადასვლის შემთხვევაში ონანა მეტ სათამაშო დროს ითხოვს
ბარსელონაში გადასვლის შემთხვევაში ონანა მეტ სათამაშო დროს ითხოვს

აიაქსის გოლკიპერ ანდრე ონანას აიაქსიც, ბარსელონას მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდა და კამერუნელმა მეკარემ კატალონიურ გუნდში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

კამერუნელ მეკარეს ბარსას მას შემდეგ უკავშირებენ, რაც გუნდის სათადარიგო კიპერის, იასპერ სილესენის წასვლა დაანონსდა.

„ბარსელონა ჩემი სახლია. ბავშვობა აქ გავატარე და ჩემთვის ყველა კარი ღიაა. რა თქმა უნდა, დაბრუნება კარგი იქნებოდა. კატალონიურ გრანდში თამაში ყველას უნდა, მაგრამ მე მეტი სათამაშო დრო მჭირდება. სიამოვნებას მხოლოდ მოედანზე ყოფნით ვიღებ და იქ ვიქნები, სადაც ამის საშუალება მექნება“, – განაცხადა ონანამ.