„ბარსელონაში“ ერთხმად შეთანხმდნენ ალექსანდერ ისაკის შეძენაზე, პირველი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა #1TVSPORT
„ბარსელონაში“ ერთხმად შეთანხმდნენ ალექსანდერ ისაკის შეძენაზე, პირველი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და სპორტული დირექტორი დეკუ სრულად თანხმდებიან იმაზე, რომ კლუბმა ზაფხულში უნდა შეიძინოს „ნიუკასლის“ ფორვარდი ალექსანდერ ისაკი. ამის შესახებ დაწერა ინტერნეტ-გამოცემა Sport.es-მა.

წყაროს ცნობით, გასული წლის ბოლოს გაიმართა ერთადერთი შეხვედრა „ბარსელონასა“ და ისაკის აგენტს შორის, რომლის დროსაც კატალონურმა კლუბმა გამოაცხადა შვედი ფეხბურთელის შეძენის სურვილის შესახებ. დეკუმ ხაზი გაუსვა იმას, რომ აქტიურ მუშაობას წარმართავს აღნიშნული ტრანსფერის რეალიზაციისთვის.

მაგრამ „ბარსელონას“ დასჭირდება მოქმედი ფეხბურთელების გაყიდვა ისაკის შესაძენი თანხის გამოსანთავისუფებლად. კლუბში არ სურთ ნახევარმცველ დანიელ ოლმოსთან დაკავშირებული სიტუაციის გამეორება, რომლის რეგისტაციისას სირთულეები შეიქმნა. გაყიდვის ყველაზე სავარაუდო პრეტენდენტია ურუგვაელი მცველი რონალდ არაუხო, მაგრამ კლუბი შეიძლება სხვა ფეხბურთელებმაც დატოვონ.

ამ სეზონში ისაკმა ყველა ტურნირზე 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.