ბარსელონაში ავტობუსების შეჯახების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა
ბარსელონაში ავტობუსების შეჯახების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

ბარსელონის ცენტრში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. მომხდარის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

„ათეულობით ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება ორ ავტობუსს შორის მომხდარი ავარიის შედეგად. ოთხი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, – თქვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა.