„ბარსელონასა“ და „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელი - ლაუტარომ კლუბი არ უნდა გამოიცვალოს
„ბარსელონასა“ და „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელი - ლაუტარომ კლუბი არ უნდა გამოიცვალოს

„ბარსელონას“, „ინტერისა“ და ესპანეთის ნაკრების ვეტერანი, ლეგენდარული ლუის სუარეს მირამონტესი მიიჩნევს, რომ ლაუტარო მარტინესმა კლუბი არ აუნდა გამოიცვალოს და „ინტერში“ დარჩეს.

„მე რომ მის ადგილზე ვიყო, კლუბს არ შევიცვლიდი, –  ციტირებს ლუის სუარეს მირამონტესის სიტყვებს Gazzetta dello Sport. – ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელიც ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდაა. ლაუტაროს ექნება საკმარისი დრო, რომ თავი სხვა კლუბებში გამოსცადოს.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ „ინტერს“ ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი და სოლიდური თანხა შესთავაზა.