„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების მცველი პაუ კუბარსი „ოქროს ბიჭუნას“ რეიტინგის ლიდერია #1TVSPORT

15:11, 18.08.2026

2026 წლის „ოქროს ბიჭუნას“ განახლებულ რეიტინგს „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული გუნდის უკანახაზელი პაუ კუბარსი ლიდერობს, – აღნიშნული ინფორმაცია ჯილდოს ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.

საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. პაუ კუბარსი („ბარსელონა“)
  2. ლამინ იამალი („ბარსელონა“)
  3. იან დიომანდე („რეალ მადრიდი“)
  4. უორენ ზაირ-ემერი („პარი სენ-ჟერმენი“)
  5. აიუბ ბუადი („ლილი“)
  6. ვიქტორ ფროჰოლდტი („პორტუ“)
  7. რაიანი („ბორნმუთი“)
  8. ენდრიკი („რეალ მადრიდი“)
  9. ელი კრუპი („ბორნმუთი“)
  10. ესტევაო ვილიანი („ჩელსი“)

„ოქროს ბიჭუნას“ პრიზით ჯილდოვდება ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მოასპარეზე 21 წლამდე ასაკის საუკეთესო მოთამაშე. წესების თანახმად, ფეხბურთელს ამ ტიტულის მოპოვება კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეუძლია, შესაბამისად, 2024 წლის გამარჯვებული ლამინ იამალი მას ხელმეორედ ვეღარ დაეუფლება.

მსგავსი