„ბარსელონას“ ყოფილი მეკარე 46 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
„ბარსელონას“ ყოფილი მეკარე 46 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ყოფილი მეკარე ფრანსესკ არნაუ, რომელიც ბოლო პერიოდში „ოვიედოში“ სპორტულ დირექტორად მუშაობდა, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ექს-ბარსელონელის სიკვდილის შესახებ მოულოდნელად შაბათს დილით შეიტყვეს. კატალონურმა კლუბმა მწუხარება გამოთქვა არნაუს გარდაცვალების გამო.

არნაუ „ბარსელონას“ ძირითადი მეკარე იყო 1998-2001 წლებში, 1999 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „ბარსელონას“ შემდეგ, „მალაგაში“ თამაშობდა. 1998 წელს, ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა. კარიერა 2011 წელს დაასრულა.