„ბარსელონას“ უეფა-სგან ევროთასებიდან ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT

13:46, 24.03.2023
BARCELONA, SPAIN - APRIL 04:  The Barcelona logo is seen on a flag waving above the stadium prior to the UEFA Champions League Quarter Final Leg One match between FC Barcelona and AS Roma at Camp Nou on April 4, 2018 in Barcelona, Spain.  (Photo by Mike Hewitt/Getty Images)

უეფა გამოძიებას იწყებს „ბარსელონას“ მხრიდან სამართლებრივი ბაზის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, – იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური.

გამოძიება ეხება გახმაურებულ საქმეს. ესპანეთის პროკურატურამ დაადგინა, რომ 2001-2018 წლებში „ბარსელონამ“ 7.3 მილიონი ევრო გადაუხადა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ენრიკეს ნეგრეირას. კატალონიურ კლუბში ირწმუნებიან, რომ თანხებს იხდიდნენ მსაჯების შესახებ ანგარიშების სანაცვლოდ, რომელსაც ნეგრეირა ადგენდა.

ადრე გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ბრალს სდებს „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტებს – ჟოზეპ ბართომეუსა და სანდრო როსელს, აგრეთვე კლუბის ყოფილ დირექტორებს – ოსკარ გრაუსა და ალბერტ სოლერს. მათ ედავებიან კორუფციას ფიზიკურ პირებს შორის სპორტის სფეროში, არაკეთილსინდისიერ ადმინისტრირებასა და დოკუმენტების ფალსიფიკაციას.

უეფა-მ ამ კორუფციული საქმის გამო, „ბარსელონა“, შესაძლოა, ერთი წლით ჩამოაცილოს ევროთასებს.

მსგავსი