„ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველს, გავის მარჯვენა მუხლის ტრავმა აქვს.
21 წლის ფეხბურთელი ვერ შეძლებს ლა ლიგის მესამე ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ თამაშს. შეხვედრა 31 აგვისტოსაა დაგეგმილი.
მანამდე მედია წერდა, რომ გავი პარასკევის ვარჯიშს ტრავმის გამო ნაადრევად გამოეთიშა. გავრცელებული ცნობებით, არსებობს საფრთხე, რომ დაზიანება დაკავშირებული იყოს იმ ტრავმასთან, რომელიც ფეხბურთელმა 2023 წელს მიიღო და დაახლოებით ცხრა თვე გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ესპანელმა უკვე ითამაშა ლა ლიგის ორ შეხვედრაში და ერთი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.