„ბარსელონას“ ტიაგო ალკანტარას დაბრუნება სურს
„ბარსელონას“ ტიაგო ალკანტარას დაბრუნება სურს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა, შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ  გამოცემა Mundo Deportivo წერს.

წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ აღმასრულებელი დირექტორი ხავიერ ბორდასი აკვირდება სიტუაციას მიუნხენურ კლუბში და აპირებს ნახევარმცველისთვის წინადადების შეთავაზებას.

ალკანტარა „ბარსელონადან“ „ბაიერნში“ 2013 წელს გადავიდა. მიუნხენელთა რიგებში ესპანელი ექვსჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და სამჯერ გერმანიის თასის მფლობელი.

ამ სეზონში ტიაგომ 22 მატჩი ჩაატარა გერმანიის ჩემპიონის რიგებში და სამი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.