ბარსელონას ტესტების მეორე დღე „რედ ბულმა“ რეკორდით მოიგო
ბარსელონას ტესტების მეორე დღე „რედ ბულმა“ რეკორდით მოიგო

ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების დასრულებამდე ორი დღე რჩება. ამ დროს, ჩვეულებრივ, გუნდები უკვე რბოლის რეჟიმში იწყებენ მუშაობას და სისწრაფეს ანიჭებენ ყურადღებას. სწორედ ასე იყო მეორე სერიის მეორე დღეს. პილოტების დიდი ნაწილი წრეების გრძელი სერიებით მუშაობდა, მაგრამ ზოგიერთები კვალიფიკაციის რეჟიმით ვარჯიშობდნენ – ტრასაზე საწვავის მცირე რაოდენობითა და რბილი საბურავებით გადიოდნენ. ამან შედეგებზე გავლენა ძალიან იქონია გავლენა.

დღის საუკეთესო დრო აჩვენა და ყველა გააოცა “რედ ბულის” პილოტმა დანიელ რიკარდომ, რომელმაც HyperSoft-ის საბურავებით ფანტასტიკური შედეგი აჩვენა – წუთი და 18.047 წამი. სეზონის მსვლელობისას, ეტაპების დროს ასეთ რბილ საბურავებს არ გამოიყენებენ, მაგრამ შედეგი მაინც შთამბეჭდავია – ეს არის ესპანური ტრასის ახალი არაოფიციალური რეკორდი.

ტესტები. II დღე

1. რიკარდო (Red Bull) 1:18.047 (165 წრე)
2. ჰემილტონი (Mercedes) +0.353 (90)
3. ბოტასი (Mercedes) +0.513 (85)
4. ფეტელი (Ferrari) +1.494 (66)
5. ჰარტლი (Toro Rosso) +1.776 (119)
6. ალონსო (McLaren) +1.809 (57)
7. საინსი (Renault) +1.995 (88)
8. გროსჟანი (Haas) +2.190 (78)
9. რაიკონენი (Ferrari) +2.195 (49)
10. სტროლი (Williams) +2.302 (63)
11. ჰიულკენბერგი (Renault) +2.711 (102)
12. ოკონი (Force India) +2.758 (130)
13. ლეკლერი (Sauber) +2.871 (160)
14. სიროტკინი (Williams) +4.303 (80).

დატოვე კომენტარი