„ბარსელონას“ სათადარიგოთა სკამი 294 მილიონი ევრო ღირს
„ბარსელონას“ სათადარიგოთა სკამი 294 მილიონი ევრო ღირს

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ბარსელონამ“ 3:0 „ალავესი“ დაამარცხა. გოლები ლიონელ მესიმ (ორი) და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს.

როგორც გაზეთი Marca წერს, ანიშნულ მატჩში „ბარსელონას“, კლუბის ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებული სათადარიგოთა სკამი ჰყავდა: კატალონიური კლუბის ექვსი რეზერვისტის საერთო ღირებულება 294 მილიონ ევროს შეადგენდა: იესპერ სილესენი (12 მილიონი), ფილიპე კოუტინიო (155 მილიონი), მალკომი (41 მილიონი), კლემან ლანგლე (35 მილიონი), არტური (31 მილიონი) და არტურო ვიდალი (19 მილიონი).

მეორე ტურში „ბარსელონა“ „ვალიადოლიდს“ შეხვდება. მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება.