„ბარსელონას“ საშინაო მატჩებში ტრიბუნების სრულად შევსების უფლება მისცეს #1TVSPORT
„ბარსელონას“ საშინაო მატჩებში ტრიბუნების სრულად შევსების უფლება მისცეს #1TVSPORT

„ბარსელონამ“ საშინაო თამაშებში ტრიბუნების სრულად შევსების უფლება მიიღო, – იუწყება Sport.es.

კატალონიის მთავრობის განკარგულებით, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების შეზღუდვა მოიხსნა. შესაბამისად, კატალონიური გრანდის ლეგენდარული საშინაო არენის, „კამპ ნოუს“ 100 პროცენტით შევსება იქნება შესაძლებელი.

17 ოქტომბერს „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში საშინაო შეხვედრას „ვალენსიასთან“ ჩაატრებს, ხოლო 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს.