„ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

საარჩევნო კომისიამ სხდომაზე ოფიციალურად დაადასტურა იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებმაც მხარდამჭერთა ხელმოწერების გადამოწმების ეტაპი წარმატებით გაიარეს. პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ორი მთავარი ფავორიტი დარჩა.

ჟოან ლაპორტამ მხარდამჭერებისგან 8170 ხელმოწერა წარადგინა, რომელთაგან კომისიამ 7226 ვალიდურად ცნო, ვიქტორ ფონტმა კი 5144 ხელმოწერა შეაგროვა, საიდანაც 4440 დამტკიცდა.

არჩევნებს მიღმა დარჩა მარკ სირია. მან 2845 ხელმოწერა წარადგინა, თუმცა კომისიამ მხოლოდ 2247 დაამტკიცა. კანდიდატად დასარეგისტრირებლად საჭირო მინიმუმი 2337 ხელმოწერა იყო, ამიტომ სირიას 90 ხმა დააკლდა და საარჩევნო პროცესს გამოეთიშა.

„ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს გაიმართება.