„ბარსელონას" სადიო მანეს შეძენა შესთავაზეს
„ბარსელონას" სადიო მანეს შეძენა შესთავაზეს

„ლივერპულის” ფორვარდი სადიო მანე, შესაძლოა, „ბარსელონაში” გადავიდეს სათამაშოდ. ინტერნეტ-გამოცემა TMW-ის ინფორმაციით, სენეგალელის გარემოცვამ ფეხბურთელი „ბარსელონას” კატალონურ კლუბს   შესთავაზა. ეს „ბარსელონადან” ლიონელ მესისა და ლუის სუარესის შესაძლო წასვლის შესახებ ჭორების ფონზე მოხდა.

გასულ სეზონში 28 წლის მანემ 47 მატჩი ჩაატარა „ლივერპულის” შემადგენლობაში, 22 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. აფრიკელი გულშემატკივრების ვერსიით პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მანეს სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონ ევროს შეადგენს.