„ბარსელონას“ საჩივრის საფუძველზე, იშტვან კოვაჩი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩემპიონთა ლიგაზე აღარ იმსაჯებს #1TVSPORT
რუმინელი არბიტრი იშტვან კოვაჩი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს აღარ იმსაჯებს.
ესპანური მედიის ცნობით, უეფა-მ 41 წლის არბიტრის ჩამოშორება გადაწყვიტა. კოვაჩი „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ მატჩს (0:2) უძღვებოდა, რის შემდეგაც კატალონიურმა კლუბმა მისი გადაწყვეტილებები ოფიციალურად გააპროტესტა.
განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია ეპიზოდმა, როცა მადრიდელთა მცველი მარკ პუბილი საკუთარ საჯარიმოში ბურთს ხელით შეეხო, თუმცა თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა.
აღნიშნულმა მომენტმა შეხვედრის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და სწორედ ამ ფონზე უეფა-მ კოვაჩის სეზონის ბოლომდე ჩამოშორება გადაწყვიტა, რათა დამატებითი დაძაბულობა თავიდან აიცილოს.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, კოვაჩი ფიფა-მ იმ მსაჯების სიაში შეიყვანა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურებიან.