„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ შეხვედრა გამართა „რეალის“ მეკარის, ანდრეი ლუნინის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან, – წერს გამოცემა Defensa Central.
წყაროს ცნობით, ლაპორტა დაინტერესდა, რამდენად არის შესაძლებელი უკრაინელი ფეხბურთელის ტრანსფერი. თუმცა, ლუნინის აგენტმა „ბარსელონას“ პრეზიდენტს განუცხადა, რომ მისი კლიენტი ჯერ არ აპირებს მადრიდული კლუბიდან წასვლას. გარდა ამისა, „რეალი“ არ დათანხმდება თავისი ფეხბურთელის გაშვებას მთავარი კონკურენტის რიგებში.
ლუნინმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაუშვა და ოთხჯერ შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი.