„ბარსელონას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას უნდობლობის ვოტუმს გამოუცხადებენ #1TVSPORT
უახლოეს დროში „ბარსელონას“ პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას უნდობლობის ვოტუმს გამოუტანენ, – წერს ონლაინ-გამოცემა Sport.es.
წყაროს ცნობით, ეს მოხდება 7 იანვარს, „კამპ ნოუზე“ კატალონური კლუბის ოფისში. უნდობლობის ვოტუმის პროცედურა ინიცირებულია „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტზე ყოფილი კანდიდატის ჟორდი ფარეს მიერ, რომელმაც 2020 წელს ასევე წამოაყენა ხოსეპ ბარტომეუს მიმართ უნდობლობის ვოტუმი.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონას“ მმართველობაში ოპოზიციურმა ჯგუფებმა გადადგომისკენ მოუწოდეს ლაპორტასა და დირექტორთა საბჭოს.
უნდობლობის ვოტუმის პროცედურის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ „ბარსელონამ“ ვერ შეძლო სეზონის მეორე ნახევრისთვის ნახევარმცველ დანი ოლმოსა და ფორვარდ პაუ ვიქტორის რეგისტრაცია.