„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მესი გუნდში დარჩეს
„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მესი გუნდში დარჩეს

კატალონიური გრანდის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მესი „ბარსელონაში“ დარჩეს. ამისთვის კი სერიოზული წინადადება უნდა შევთავაზოთ, – ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Sky Sport Italia. – მესის ისეთი სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მოვექცეთ, როგორსაც იმასახურებს.

მესის დიდი ხანია, რაც ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის „ბარსელონაში“ ფულის გამო არ თამაშობს, მაგრამ უნდა შევთავაზოთ ისეთი წინადადება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება. მესიზე ჩვენი თანხების რვა პროცენტი იხარჯება, ჩვენ კი მისგან 30 პროცენტის შემოსავალს ვიღებთ. ლიონელს უფრო მეტი მოაქვს კლუბისთვის, ვიდრე „ბარსელონა“ მასზე ხარჯავს“, – აცხადებს კატალონიური კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატი.