„ბარსელონას" პრეზიდენტმა ის ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც არ იყიდებიან
„ბარსელონას" პრეზიდენტმა ის ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც არ იყიდებიან

„ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ კომენტარი გაუკეთა „ლესტერის” სურვილს – კატალონური კლუბიდან შეიძინოს ფორვარდი ფრანსიშკუ ტრინკაუ.

„ტრინკაუ არ იყიდება. არც ის, არც პედრი, არც ფატი, არც ტერ შტეგენი, არც რიკი პუიგი, არც არაუხო. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები არ იყიდებიან. ჩვენ მომავალისთვის ახალ თაობას ვაგროვებით”, – მოჰყავს ბარტომეუს სიტყვები გაზეთ „მარკას”.

20 წლის ტრინკაუ „ბარსელონამ” 31 მილიონ ევროდ შეიძინა „ბრაგადან”. გასულ სეზონში მან პორტუგალიის ჩემპიონატის 27 მატჩში რვა გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი