„ბარსელონას“ პრეზიდენტმა გუნდში მასშტაბური ცვლილებები დააანონსა #1TVSPORT

17:29, 19.05.2021

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ 2020-21 წლების სეზონი შეაჯამა და გუნდში დიდი ცვლილებები დააანონსა.

„მე ვთქვი, რომ სეზონის შემდეგ შევაფასებდი გუნდს ნაჩვენები თამაშისა და შედეგების მიხედვით. ჩვენ მოვიგეთ ესპანეთის თასი და ძალაინ ვამაყობთ ამ წარმატებით. მაგრამ ძალიან მალე გამოგვაგდეს ჩემპიონთა ლიგიდან და ესპანეთის ჩემპიონატიც გაუგებრად წავაგეთ.

მომდევნო კვირიდან დაწყებული, თქვენ იხილავთ მთელ რიგ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც აუცილებელია. მონდომებით და ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ, რათა გვყავდეს კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც მოიგებს ჩემპიონთა ლიგასაც და პრიმერასაც. გუნდში დიდი ცვლილებები იქნება“, – განაცხადა ლაპორტამ.

მსგავსი