ფეხბურთი | „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები 15 მარტს გაიმართება #1TVSPORT

01:25, 23.01.2026

„ბარსელონაში“ ჩამოყალიბდნენ კლუბის პრეზიდენტის არჩევნების თარიღზე.

კატალონური კლუბის დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ არჩევნები 15 მარტს გაიმართება. „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი მოვალეობების შესრულებას 1 ივლისიდან შეუდგება.

2021 წლიდან ამ პოსტზე ჟოან ლაპორტა იმყოფება. ის ახალი ვადით აპირებს კენჭისყრას. მოქმედ პრეზიდენტს კონკურენციას გაუწევენ ვიქტორ ფონტი, ხავიერ ვილაჰოანა და მარკ სირია.

მსგავსი