„ბარსელონას“ პრეზიდენტი - მსურდა, მესი ჩვენთან დარჩენილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა  #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტი - მსურდა, მესი ჩვენთან დარჩენილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა #1TVSPORT

კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ ლიონელ მესიმ მათი კლუბი დატოვა და პსჟ-ს რიგებს შეუერთდა.

„მესი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავა. მსურდა, რომ ლიონელი „ბარსელონაში“ დარჩენილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მის დასატოვებლად პირდადად მე ყველაფერი გავაკეთე“, – განაცხადა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა.

„ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელი არგენტინელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონას“ ღირსებას 2000 წლიდან იცავდა და კატალონიური კლუბის ყველა წარმატება უშუალოდ ლიონელ მესისთან იყო დაკავშირებული.

მესიმ და „ბარსელონამ“ ათჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი, შვიდჯერ ესპანეთის თასი და რვაჯერ – სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი არგენტინელმა კატალონიურ კლუბთან ერთად ოთხჯერ იზეიმა.

გასულ სეზონში ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.