„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა თანამდებობიდან გადადგა #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა თანამდებობიდან გადადგა #1TVSPORT

ესპანური კლუბის, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. მასთან ერთად დატოვა მმართველობა ბორდის რამდენიმე წევრმა.

ეს კლუბის ფინანსური კრიზისის მიზეზით არ მომხდარა, საქმე ის არის, რომ 15 მარტს „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნებია და მოქმედ პრეზიდენტს მასში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

ჟოან ლაპორტა კი კვლავ აპირებს „ბარსას“ ხელმძღვანელის პოსტზე კენჭისყრაში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2003-2010 წლებშიც იყო. მეორე ვადით კი 2021 წელს აირჩიეს.