„ბარსელონას“ პრეზიდენტი - დემბელე ნეიმარზე უკეთესია
„ბარსელონას“ პრეზიდენტი - დემბელე ნეიმარზე უკეთესია

„ბარსელონას“ პრეზიდენტის ხოსე მარია ბარტომეუს განცხადებით, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმართან შედარებით, თავისი გუნდის თავდამსხმელი უსმან დემბელე უკეთეს ფეხბურთელად მიაჩნია.

„ნეიმარის დაბრუნება „ბარსელონაში“? არც „კის“ თქმა შემიძლია და არც „არას“. ნეიმარის გაყიდვიდან მიღებული ფული მომავალში ჩავდეთ, კერძოდ, გავიფორმეთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ფილიპე კოუტინიო და დემბელე. დემბელე ნეიმარზე უკეთესია. ის „ბარსელონას“ ეკუთვნის, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია“, – აცხადებს ბარტომეუ.

ნეიმარი „ბარსელონას“ ფეხბურთელი 2013-17 წლებში იყო. „ბარსას“ რიგებში ის ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, აგრეთვე, 2014-15 წლებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა.